ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

გასული წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გლდანის საპყრობილესთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. თავად გრიგორიადისმა პირველი კომენტარით მადლობა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა და თქვა, რომ „ბრძოლა გრძელდება“.

მისი აზრით, მოსამართლე ზვიად შარაძემ გამამტყუნებელი განაჩენისას, პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

„აქციებზე შევხვდებით.. რუსუსლი კანონი ჩვენს დემოკრატიას ფსკერს უთხრის, ჩემი აზრით, ასეთი კანონები არ შეიძლება ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. კი, დღესაც ვაპირებ აქციაზე მისვლას“. – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ინფორმაციისთვის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 7-9 მარტის ე.წ აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს.

გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე იყო მსჯავრდადებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 31 მარტს შეეფარდა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 1 წელი გაგრძელდა, მიმდინარე წლის 12 აპრილს კი, მოსამართლე ზვიად შარაზემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.