რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია

 26, 27, 28 აპრილს,14:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი ამჯერად პრემიერას მოზარდი მაყურებლისთვის ამზადებს, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე  უილიამ სტეიგის წიგნის და ტედ ელიოტის სცენარის მიხედვით, ზღაპარ-კომედიას  ,,შრეკის თავგადასავალი“ წარმოადგენს.

<<1990 წელს ამერიკელმა კარიკატურისტმა უილაიმ სტეიგმა, დაწერა ზღაპარი ჭაობის მწვანე გიგანტზე და სამყაროს საყვარელი, კეთილშობილი და ცოტა ბრაზიანი  პერსონაჟი შრეკი, პრინცესა ფიონა და მხიარული ვირი  აჩუქა.  „შრეკი“ ანტიზღაპარია, კლასიკური სიუჟეტების გადააზრება, აქ ბოროტი პერსონაჟი – კეთილი ფერიაა, მომხიბვლელი პრინცი სულაც არ არის კეთილშობილი რაინდი, პრინცესას კოცნა არ გადააქცევს ურჩხულს ლამაზ უფლისწულად, პირიქით თავად გადაიქცევა ურჩხულად. მონსტრი, საშინელი კაციჭამია, ტიპიური ანტიგმირი აღმოჩნდება  გულადი, კეთილშობილი, საყვარელი. ლაპარაკობს რა ბოდიპოზიტივზე  „შრეკი“ გვაძლევს ნამდვილი ტოლერანტობის და საყოველთაო თანასწორობის მაგალითს. ნებისმიერს შეუძლია იყოს ბედნიერი, გარეგნობის, სოციალური კუთვნილების, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად და ამისათვის სულაც არაა საჭირო პრინცს დაელოდო ან სასახლეში იცხოვრო. შრეკი გარეგნულად საშინელი, ცოტა ბრაზიანი, საყვარელი გიგანტი, ადამიანების მხრიდან დევნის და ბულინგის მიუხედავად არ ბოროტდება მათზე და იშვიათი ოპტიმიზმით და თავდაჯერებულობით მიიწევს ზღაპრული მიზნისკენ.>>

შემოქმედებით ჯგუფი:

რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე

მუსიკალური გაფორმება – ბეჟო ამირანაშვილი

მხატვარი – ლომგულ მურუსიძე

კოსტუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზაშვილი

ტექსნიკური რეჟისორი – ინა ხომასურიძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებლები

შრეკი — ირაკლი ჯიშკარიანი

ფიონა — ნანა ბიბილაშვილი

ვირი — ვაკო კობერიძე

ჩექმებიანი კატა —- ალექსანდრა თელია

მეფე — ზაზა თაგოშვილი

დედოფალი — ანა შარვაძე

ფერია-ნათლია — თეონა ხვედელიძე

მომხიბვლელი პრინცი — ლაშა მებუკე

კონკიას ნახევარდა — ვატო სანიკიძე

კაპიტანი კაუჭა — ნიკა ჩხაიძე

1 გლეხის ქალი — ნათია არბოლაშვილი

2 გლეხის ქალი — სოფო ჩხიტუნიძე

3 გლეხის ქალი —- მარიამ კვიტაიშვილი