ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.
მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცნობისთვის, ნატო ხელაძე, სამტრედიაში, 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.