17 აპრილს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს 09:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის ოფელ ირაგაში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, კარათაკლია, თელეთი,
ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში; 11:40-დან 12:40 საათამდე და 18:00-დან
19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში; 12:00-დან
18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, სამშვილდის,
სამგორის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:15-დან 19:00 საათამდე
აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში; 13:00-დან 18:30
საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში იმერა, აშკალა, ჯინისი,
ავრანლო, რეხა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და
მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.