2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.

 

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს. ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია.აუტიზმის მკურნალობა და საოცარი შედეგების მიღება ნამდვილად შესაძლებელია.

 

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

 

აუტიზმის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლიათ და ამის ნათელი მაგალითი უამრავი ცნობილი ადამიანია