8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოჩნდება.
მზის სრული დაბნელება, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ მექსიკიდან, აშშ-ის 15 შტატიდან და სამხრეთაღმოსავლეთ კანადიდან გამოჩნდება. ათწლეულებია, რაც მოვლენას ამ მასშტაბის ურბანული ტერიტორია არ დაუფარავს — იგი ჯამში 185-კილომეტრიან მონაკვეთზე გაივლის.
მთვარე მზეს სრულად 22:17-ზე დაფარავს, მოვლენას კი სხვადასხვა ადგილიდან საშუალოდ 2-4 წუთის განმავლობაში დაინახავენ. დაბნელება 9 აპრილს, 00:52-ზე დასრულდება.