აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა

დღეს, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა.

სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მკლავჭიდში, ცხენოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#აპარნობა2024
დავით კარგარეთელი / Davit Kargareteli