ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართული ტურნირის ფინალში, მან ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ტაივანელი დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე კი, ახალგაზრდა სპორტსმენმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ჩრდილოეთ კორეელ, ტაივანელ, აზერბაიჯანელ და იაპონელ მეტოქეს აჯობა.
20 წლის გიორგი სარდალაშვილი საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.