ჯაბა კანკავა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

ჯაბა კანკავა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ის გერმანიაში კონტინენტის პირველობაზე რიგითი გულშემატკივრის რანგში იქნება.

38 წლის ნახევარმცველმა მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს როგორც მარტის თამაშების დროს, ასევე ახლაც, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება გაზაფხულზე გამართული პლეი-ოფის დასრულების შემდეგ ჰქონდა მიღებული და ახლა გაასაჯაროვა. კანკავა ეროვნული გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავდა და 101 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ვინ ჩაანაცვლებს ჯაბა კანკავას 26-კაციან განაცხადში, ამის შესახებ სანიოლი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.