დღეს ქვეყნის მასშტაბით მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს ქვეყნის მასშტაბით მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ბოლო ზარი დაირეკა რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებით მიულოცეს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მე-12 კლასელებმა სკოლის ეზოში ღონისძიება გამართეს.