15 მაისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 02:00-დან
03:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში შარტავას, ქუთაისის, კინოთეატრ რუსთაველის და მიმდებარე
ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;

12:50-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში
ლემშვენიერა, ჯანდარა, თბილწყარო, ნაგები და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 15:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და
ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, რატევანი, სავანეთი და
მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.