Tv4-ს დღეს 31-ე ბაგა- ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ესტუმრნენ

Tv4-ს დღეს 31-ე ბაგა- ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ესტუმრნენ.

ბავშვებმა  ტელევიზიის სივრცე დაათვალიერეს და ჟურნალისტის,ოპერატორის,ვიდეო-მემონტაჟისა და წამყვანის მოვალეობებს გაეცნენ.

საინტერესო აღმოჩნდა მათთვის კამერა და მიკროფონი. ბავშვები რეალურ სივრცეში შეეცადნენ საინფორმაციოს წამყვანის, ჟურნალისტის და ოპერატორის როლი მოერგოთ.

 განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე სტუდიამ სადაც წამყვანი ქალაქში  და რეგიონში მომხდარ დღის მნიშვნელოვან ამბებს წარადგენს,.

 შთაბეჭდილებებით სავსე დღე კი სამახსოვრო ფოტოებით აღბეჭდეს