დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. დარეგისტრირებულთაგან საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა 87%-მდე აბიტურიენტი.
ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 2 შემთხვევა.
მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ისტორიის გამოცდას აბარებენ. მათგან სულ გამოცხადდა 86%-მდე აპლიკანტი; დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის, ხოლო მასწავლებლის გამოცდა ქიმიის გამოცდით გაგრძელდება.