31 ივლისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 11:30-დან 18:00
საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის
მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა,
ჯავახი, ბოსლები, კაკლიანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა.

16:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში შინდლარი, შახმარლო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.