მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება

მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, რითაც მოსახლეობისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება სრულდება.

 

ახალი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი რუსთაველებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა გააცნეს.

 

4300 კვ/მ ტერიტორიაზე, ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე, დასასვენებელი ზონები და შადრევანი მოეწყობა.

ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში თავდაპირველად, კომპანია ,,ჯივიპი’’ ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგან წყალსადენის სისტემაზე არსებულმა ხშირმა ავარიებმა, საგრძნობლად დააზიანა სკვერის ინფრასტრუქტურა.

 

განახლებულ რეკრაციულ სივრცეში, რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალის-,,ქართულის’ ლოგოს იდენტური – მოცეკვავე წყვილის სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტიც განთავსდება.

 

სამუშაოები გონაშვილის სახელობის სკვერში რამდენიმე დღეში დაიწყება.