სამეგრელოში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბაბუა 9 წლის შვილიშვილზე რამდენიმე თვე ძალადობა. ერთ-ერთი ძალადობის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.