ქალაქ ბოლნისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან, ერთად ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 280 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიურები.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა.