ქართველმა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარიზის პარალიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ქართველმა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარიზის პარალიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო
ქართველმა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ(+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ინდონეზიელი პარაძიუდოისტი დაამარცხა და პარალიმპიადის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
რევაზ ჩიკოიძე ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.