ძალადობის ფაქტი ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში – ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.
ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა, დაწყებულია გამოძიება.
მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.