ევერესტზე იპოვეს ფეხი, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით, მთაზე 100 წლის წინ დაკარგულ ბრიტანელ ენდრიუ ირვინს ეკუთვნის.
BBC-ს ცნობით, ირვინმა მელორისთან ერთად მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის დალაშქვრა 1924 წლის ივნისში, ჯორჯო მელორისთან ერთად სცადა, თუმცა წყვილი გაუჩინარდა. მელორის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, თუმცა ირვინი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
სექტემბერში დოკუმენტალისტებმა, რომლებმაც National Geographic-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, ევერესტზე, დამდნარი ყინულის ქვეშ ფეხი აღმოაჩინეს და დარწმუნებულები არიან, რომ ის ირვინს ეკუთვნოდა, რადგან ფეხსაცმელში აღმოჩენილ წინდაზე ალპინისტის ინიციალები და გვარია დატანილი – A.C. Irvine. თუმცა, ამის დასაზუსტებლად დამატებითი ექსპერტიზა ტარდება.
გაუჩინარებისას ირვინი 22 წლის იყო. მისი და მელორის გაუჩინარება ევერესტის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებად ითვლება.