ბოსფორის სრუტეში ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა

თურქეთში, ბოსფორის სრუტეში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეჯახება უსკუდარის სანაპიროსთან მოხდა. ერთმანეთს ბათუმიდან საუდის არაბეთისკენ მიმავალი 80 მეტრიანი სატვირთო გემი და ესპანეთიდან ბათუმში მიმავალი 180 მეტრიანი ტვირთმზიდი შეეჯახნენ.

გემების ბუქსირებზე მუშაობა ახირკაფის სანაპიროსთან დაიწყო. ადგილზე თურქეთის სანაპირო დაცვის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა იყო მობილიზებული.

ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად “მიყენებულია მხოლოდ მატერიალური ზარალი, ინციდენტის მონიტორინგი მიმდინარეობს”.