საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
11 ნოემბერს, გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.
დღეს კი საწვრთნელ შეკრებას გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ.
შეგახსენებთ წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.
19 ნოემბერს, კი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.