14 ნოემბერს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს 10:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ორბეთი, დიდი თონეთი, წყლულეთი,
წვერი, დრე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, დიდი ლილო, სააკაძე და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის
რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამდელო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და
მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:30 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში
ხაჩკოვი, ბარეთი, ყაბური, ბაშკოვი და მიმდებარე სოფლებში;

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი,
ილმაზლო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.