რუსთაველები საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ყოველდღიურ აქციებს აანონსებენ.
რუსთაველებმა დღეს საპროტესტო მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყეს და მსვლელობით რუსთავის მერიასთან მიდიან.
მსვლელობის მონაწილეებს უკან მოჰყვებათ მანქანების კოლონა.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებენ: „გამოდით“, რითაც მოქალაქეებს საპროტესტო მსვლელობასთან შეერთებისაკენ მოუწოდებენ.