საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე  “რესბუბლიკელმა” კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.