18 და 20 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 02:00-დან
05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში ლეონიძის, შარტავას, ფალიაშვილის, თოდრიას, მესხიშვილის და
მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

 

20 იანვარს 10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ქალაქის შემოსასვლელში,
თბილისის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების
ნაწილს;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის,
მელიქიშვილის, მე-6 მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული
კორპუსების ნაწილს;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
თბილისის, ქალაქის შემოსასვლელის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული
კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.