დღეს, 2 თებერვალს, 16 საათზე, უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“.
საპროტესტო აქცია ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. “ბოლომდე!” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.
საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ “ოცნებას” ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მოქალაქეები ამბობენ რომ არ ეშინიათ და რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.
დედაქალაქის გარდა დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება რეგიონებშიც.