საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს

ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.

 

შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

 

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

 

სომხეთთან ორმატჩიანი “პლეი ოფის” მოგების შემდეგ უეფა-ს “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება