საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს.

 

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მესამედ გამოიძახა პოლიცია. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

 

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.