11 აპრილს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, წინწყარო, ღოუბანი, ქოსალარი, გოლთეთი, ამლივი და მიმდებარე სოფლებში;

10:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ყიზილ-აჯლო, ტაზა-მახალა, არაფლო, ულაშლო, სეიდგოჯალო, კუშჩუ და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირქენდი, სადახლო, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, კეშალო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფელ იმერაში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში 26 მაისის, რუსთაველის, გამსახუურდიას, კოსტავას და მიდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელბში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე რუსთავში ქალაქის შესასვლელში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.