თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო.

 

საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

 

პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

 

ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.