მკვლელობა ქუთაისში – მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მოკლული მამაკაცი, მეზობელ ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტის შესახებ ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.
19 მაისის ღამეს კი მოკლული, მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, მამაკაცს სასიკდვილო ჭრილობა მეზობელმა ცივი იარაღით მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.