მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირი, რომელთაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება, პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება გადასინჯა.
მოსამართლემ გაიზიარა პროკურორების პოზიცია, რომლის მიხედვითაც პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, ბრალდებულებმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინონ, ან მიიმალონ.