რუსთავის სპორტის სასახლემ გრეპლინგსა და ჯიუ-ჯიცუში ტურნირს უმასპინძლა

რუსთავის სპორტის სასახლემ გრეპლინგსა და ჯიუ-ჯიცუში ტურნირს უმასპინძლა.

 

საქართველოს თასზე ქვეყნის მასშტაბით 150 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

 

გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

 

ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს პანკრატიონის გრეპლინგის და ბელთ რესლინგის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორს გიორგი დემეტრაშვილს სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.