საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მასშტაბურად აღინიშნა რუსთავში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მასშტაბურად აღინიშნა რუსთავში.

ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებები, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

17:10 საათზე, რუსთავი, 26 მაისისადმი მიძღვნილი პერფორმანსით და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით შეუერთდა მთელ საქართველოს, რითაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერის ისტორიული დრო აღინიშნა.

დღის ბოლოს 26 მაისის სცენაზე გალა კონცერტი დაიწყო, რლმელიც ჯგუფმა ურსამ დაასრულა.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში ინფტასტრუქტურის სამინისტროდ და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.