ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს.

„დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის.