8 მაისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისი 10:40-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, დემეტრაშვილის, გარისის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:30-დან 11:35 საათამდე და 13:25-დან 13:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყარაჯალარი, გაჩიანი, აქთაკლია, კარათაკლია და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელბში სავანეთი, ნახიდური, მუხრანა, ჭაპალა და მიმდებარე სოფელბში;

13:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე ტერიტორიაზე;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში დ. გარეჯის, გაგარინის, სააკაძის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.