ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან.

 

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან? – აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

 

დიახ, ვფიქრობ.

კიდევ ერთ კითხვაზე – მხარს დაუჭერთ თუ არა ნატოს მოკავშირეებს, თუ ისინი რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ? – ტრამპმა უპასუხა:

 

ეს გარემოებებზეა დამოკიდებული.