ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას აღმოაჩინეს









