ტრამპი, ბლოკადის დაწესებითა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ცდილობს ეს მოლაპარაკების მაგიდა – საკუთარი წარმოსახვით – კაპიტულაციის მაგიდად აქციოს ან ომის გაღვივების გამართლება მოახდინოს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„არ ვიღებთ მოლაპარაკებებს მუქარის ქვეშ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრძოლის ველზე ახალი კარტების გამოსავლენად მოვემზადეთ“, – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.









