25-26 აპრილს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აპრილს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბირლიკი, კალინინო, თაზაქენდი, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, მუხათი, ბორბალო, ვაშლოვანი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 26 აპრილს 10:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბირლიკი, როზა, თაზაქენდი, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში; 27 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარი, ყიზილაჯლო, ნასიმი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, თავდადებულის, დემეტრაშვილის, გ. ბრწყინვალეს, მუსხელიშვილის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.