ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ოჯახის წევრებიც. გაირკვა, რომ იარაღს თავდამსხმელი მშობლების სახლში ინახავდა. კოულ ტომას ალენი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება და მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ, სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია.









