გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მაისს 12:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, პობედა და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე რუსთავში მარის არხის, გაგარინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









