ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ლერმონტოვის, გურბანოვას, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:15-დან 18:30 საათადე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელეთი, ახალწყალი, კუმისი, მუხრან დაჩები და მიმდებარე სოფლებში; 17:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, ჯანდარა, პობედა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









