2 მაისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს 09:45-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში; 3 მაისს 08:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ყარაჯალარი, ფონიჭალა, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში; 4 მაისს 11:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, დიდი ლილო, კინოსტუდია, წინუბანი, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.