გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, 70 წლამდე ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.