ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3360 დაშავდა. დაახლოებით 172 ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ვენესუელის მოქალაქეების გარდა გარდაცვლილთა შორის ასევე არიან ბრაზილიის, ჩინეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები.









