უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 28 ივნისს აბიტურიენტებს დალოცავს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მანამდე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.