თელავში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსი ტურისტის ადვოკატი – თუ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, 120-კაციან ქორწილში, ფანრიანი „ნოკიაც“ არავის ჰქონდა, რომ ეს გადაეღო? რა უნდა გადმოასხა აივნიდან ისეთი, რომ ის გადმოაცილო ორ სახურავს და აპარატურას დაესხას?
არ გაგიკვირდეთ, რომ ვიცინი. „დაგუგლეთ“ ეს სასტუმრო და ნახეთ, როგორია. რა უნდა გადმოასხათ იქიდან ისეთი, რომ ის გადმოაცილოთ ორ სახურავს და აპარატურას დაესხას? – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.
აღნიშნულით, მან უპასუხა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აპარატურის დაზიანებას, სითხის გადმოსხმას ადგილი.
მან ასევე, კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი, აღნიშნა, რომ თუკი მსგავსს ადგილი ჰქონდა, „120 კაციან ქორწილში, ფანრიანი „ნოკიაც“ ნუთუ არავის ჰქონდა, რომ ეს გადაეღო“.









