7 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 07:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:05 საათამდე და 17:00-დან 17:05 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ვაზიანი, სართიჭალა.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, საიათნოვის, მუსხელიშვილის, რუსთაველის ქუჩებზე. 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ჟორდანიას და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.